კალათბურთი

14:48 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძეს “ბუიუქჩეკმეჩთან” წაგებულ მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

ვიქტორ სანიკიძის “ტედ კოლეჯლერმა“ თურქეთის ჩემპიონატში „ბუიუქჩეკმეჩს“ უმასპინძლა და 67:76 დამარცხდა. ანკარელთა ქართველი ფორვარდი გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ მასპინძლები წაგებას ვერ აარიდა.

სანიკიძემ “ტედ კოლეჯლერის“ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 34 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 11 ქულა მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

საბოლოოდ, სანიკიძემ 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ანკარელთაგან 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ვლადიმერ დრაგიჩევიჩმა, ხოლო სანიკიძის დარად 11 ქულა მისმა სამმა თანაგუნდელმა ჩააგდო – მარკო ტომასმა, მარტინას გეჩევიჩუსმა და კალინ ლუკასმა.

8 მოგებით და 15 წაგებით „თედ კოლეჯლერი“ 16-წუნდიან თურქულ ლიგაში მე-11 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩი სანიკიძის გუნდს 2 აპრილს, სტუმრად „ქარშიაქასთან“ ელის. დღეს, 27 მარტს, მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკა“ „ბანვითს“ უმასპინძლებს.

www.gbf.ge

0.125415