RTL-ის და winamax-ის დაკვეთით Odoxa-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფრანგი მოსახლეობის 79% ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა ტერორიზმის საშიშროების გამო არ სურს. ინტერნეტ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1003-მა ადამიანმა, რომელთა ასაკი 18 წლიდან იწყებოდა.
სოციალური კვლევის შედეგად, აგრეთვე დადგინდა, რომ 72% სტადიონებს სანდო დაცვა არ ექნება. 58% მიიჩნევს, რომ ფანზონები განცალკევებული უნდა იყოს ერთმანეთისგან.
საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი კი ევროპის ჩემპიონატის აუცილებლად ჩატარებას ხაზს უსვამს და აღნიშნავს, ეს ფაქტით ჩვენ ტერორიზმზე გავიმარჯვებთო.