"ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი შესაძლოა ზაფხულიდან კვლავ ყოფილი გუნდის "სუონსის" თავკაცი გახდეს. ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს.
უელსური კლუბის ხელმძღვანელონა ირლანდიელს ფრანჩესკო გვიდოლინის შემცვლელად მოიაზრებენ. "გედები" პრემიერლიგაში 36 ქულით მე-15 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონასთან 10 ქულა აშორებთ.
როჯერსის ყოფილ კლუბში წარმატებული პერიოდი ჰქონდა. ბრენდანმა უელსელები ინგლისის ჩემპიონატში 2011 წელს დააწინაურა. ერთი წლის შემდეგ კი ირლანდიელი "ლივერპულში" გადავიდა.