გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველ მარიო გიოტცეს "ლივერპულში" თამაში შურს.
როგორც The Mirror-ი იუწყება, ფეხბურთელზე გავლენა იურგენ კლოპმა მოახდინა. გერმანელი სპეციალისტი და მოთამაშე ერთმანეთს "დორტმუნდში" ყოფნის პერიოდიდან იცნობენ. ინგლისელები მიუნხენურ გრანდთან მოლაპარაკებას ზაფხულში დაიწყებს.
მიმდინარე სეზონში ტრავმიანობის გამო გიოტცემ მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოასწრო. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.