კოსტა რიკელი მოცურავე, მოდელი და უბრალოდ კარგი ოჯახისშვილი ჯესიკა პერესი, ცოტა ხნის წინ ამ მიჭყლეტილი ქვეყნის საუკეთესო ლამაზმანად აღიარეს და ამით კიდევ ერთხელ ცხადიყო ის საამო ფაქტი, რომ ჩვენს ეპოქაში წარმატება ყველას შეუძლია, თუკი მას ამის უნარი და შესაძლებლობები გააჩნია.
უნარს იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ ნამდვილად დიდი უნარი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც მოდელობასა და სპორტს ერთმანეთს კიტრი და პომიდორივით მშვენივრად უთავსებს და ამას გარდა, თავისუფალ დროს სხვადასხვა ჟურნალებისთვისაც თავპატიჟდაუდებლად და კოხტად პოზიორობს.
სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჯესიკა პერესის პოპულარობა კარგა ხანია გასცდა პატარა კოსტა რიკის საზღვრებს და ჩვენს პლანეტას ღორის გრიპივით მოედო. რაოდენ დაბეჩავებულიც არ უნდა იყო, აბა როგორ არ აგიციმციმდება თვალები ამ კოხტა ასულის ცქერისას. სილამაზეს სად წაუვალთ?...