პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ამსტერდამის “აიაქსი” დატოვოს – იუწყება პოლონური გამოცემა Football.Pl.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ძლიერი ევროპული კლუბების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ პოლონელი ფორვარდი იქნება. მისით “ბარსელონა”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “ლესტერი”, “ევერტონი”, “ბაიერნი”, “ლაციო”, “არსენალი” და “ლივერპული” ინტერესდებიან. როგორც ნახსენები გამოცემა იუწყება, ამ კლუბების სკაუტები მილიკის თამაშს ევროპის ჩემპიონატზე აქტიურად დააკვირდებიან.
22 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება. მან “აიაქსის” მაისური 36-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 12-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
მილიკს ჰოლანდიურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და გამოცემა თრანსფერმარკტ–ი მის სატრანსფერო თანხად 5.25 მილიონ ფუნტს ასახელებს.