ფეხბურთი

19:39 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ჰამშიკს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"ნაპოლი" სლოვაკ ფეხბურთელ მარეკ ჰამშიკს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ინფორმაციას football italia ავრცელებს. ნეაპოლელები მზად არიან ნახევარმცველი გუნდში 2020 წლის ივლისამდე დატოვონ.

ჯერჯერობით ჰამშიკის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უცნობია. მარეკს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

სლოვაკი "ნაპოლიში" 2007 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ ნახევარმცველმა 395 მატჩი ჩაატარა და 97 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის ანგარიშზე 38 შეხვედრაში 7-7 გოლი და საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105703