საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ რაუნდის მეორე ტურში ესპანეთთან მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. ესპანეთის ქალაქ კარტაიაში, “ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე არდაზიშვილის გადაცემით ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, ტაიმის მიწურულს კი ბორხა მაიორალმა გაათანაბრა. მეორე ტაიმმა უგულოდ ჩაიარა და ქართველებმა მიმდინარე ელიტ რაუნდში პირველი ქულა მოიპოვეს.
ამ დროისთვის ჯგუფს 4 ქულით ესპანელები ლიდერობენ, საქართველოს ნაკრები კი, რომელიც პირველ ტურში ინგლისთან 1:2 დამარცხდა, ისევ მესამე ადგილზე რჩება. ამავე ჯგუფში დღეს ინგლისელები უქულოდ მყოფ საბერძნეთის ნაკრებს ეთამაშებიან.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ რაუნდი. I ჯგუფი. II ტური
26 მარტი. კარტაია, “ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორი"
ესპანეთი - საქართველო 1:1 (1:1)
ესპანეთი: სორიანო, ამო, მერე, კარისოლი, ონტივეროსი, მაიორალი, ალენა, ბუნუელი, რივერა, კანოსი (46, ლატო; 74, პოვედა), ოიარსაბალი (54, მონტიელი)
მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართმელაძე (81, კიკნაძე), მამუჩაშვილი (65, ალთუნაშვილი), მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (76, ბერიძე)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (8), 1:1 მაიორალი (42)
გაფრთხილება: ალენა (32), მერე (64) - ართმელიძე (26), ჭიჭინაძე (45), მამუჩაშვილი (61)
მსაჯი: ფიოდორ ზამითი (მალტა)
1. | ესპანეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:1 | 4 | ||
2. | ინგლისი | 1 | 1 | 0 | 0 | 2:1 | 3 | ||
3. | საქართველო | 2 | 0 | 1 | 1 | 2:3 | 1 | ||
4. | საბერძნეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 0:2 | 0 |
ბოლო ტურში, 29 მარტს, ქართველები საბერძნეთს ეთამაშებიან, ესპანელები კი ინგლისელებს დაუპირისპირდებიან. ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც 11-24 ივლისს გერმანიაში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყაზახეთთან კუში რამდენი გვაქ? არსად არ დევს ჯერ

პელეს აზრებთან და პროგნოზებთან შედარებით-მარადონა მაინც ახლოს იყო, ახლოს რა, ხანდახან გარტყმაშიაო რომ იტყვი(ისე არც დიეგოს პროგნოზები და აზრები არ გაიშვას...), მაგრამ ერთი დიეგოს ნათქვამიდან დამამახსოვრდა შემდეგი, ჩემდა გასაკვირად და ისევ ჩემი აზრით ჭეშმარიტება დააბრეხვა; არ არსებობს უნდა ეთამაშა და არ უთამაშიაო.., ან ნიჭიერი იყო მაგრამ ზარმაციო.., ან ყველაფერი ქონდა მაგრამ ტრავმამ დაღუპაო.., არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი ჩემზე და პელეზე უკეთ უნდა ეთამაშა და რომელიმე ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო ვერ ითამაშაო! ვისაც უნდა ეთამაშა ყველამ ითამაშაო!
ხოდა ვისაც უნდა მიაღწევს საწადელს, ჩვენ ეს გვააქ, რომ ნიჭიერები ვართ(ვართ კი!) ხაზის გასმა გვიყვარს და ვამაყობთ ხშირად, მაგრამ რომ ვთქვა ქართულ ფეხბურთში კრიზისი ამ მიზეზის გამოა-მეთქი ალბად დასაცინი ვიქნები.
კარგი ბიჭები ხართ ასე ხანდახან მაინც თუ გაგვიხარებთ გულს მაინც კარგია ამ ეტაპზე ასეთ მეტოქესთან რომელიც 10 თავით მაღლა დგას........სხვისგან გასხვავებით რომლებიც ამ ბოლოს ძალიან მომრავლდნენ მე მჯერავს ქართული ფეხბურთის და სწორედაც რომ უნდა ჩაიდოს ფული რომ ამ ჭაობს თავი დავაღწიოთ ისე არაფერი გამოვა .....არის ქვეყნები რომლებშიც ფული ჩაიდო პროგრამა დაიწერა და ისეთს შედეგებს იღებენ ეხლა რომ ალბათ თავადაც არ ელოდნენ მათ თუ შევედარებით მათგან განსხვავებით ბევრად ნიჭიერები ვართ მთავარია ძირიდანვე მიდგომა შევცვალოთ და ბავშვები პროფესიონალებად აღიზარდნონ და არა იმაზე ფიქრში იძინებდნენ რომელიმე მარკის ჯიპს როდის იყიდიან ან სადმე კუთხეში სახაჭაპურეს არ გახსნიან
ნიჭიერები არა ,,ვუნდერკინდები" ვარტ... ზუსტად ეს სტეროტიპული დამოკიდებულებაა ბევრი ბევრი ფეხბურთელის არასწორი განვიტარების....
მშვენიერი შედეგია, წარმატებები ბერძნებთან.
ღრუსეთის19-პორტუგალია ეთამაშება ერთმანეთს და ღრუსეთის ნაკრებში 2 -ქართველია ყიფიან და მელქაძე, მელქადძე კი კაპიტიანია..
ორივე ძალიან მაგარი ბიჭები არიან
მელქაძემ ძალიან მოუმატა პირველ გუნდშიც ათამაშეს რამდენჯერმე და კარგად ჩაერთო თამაშში, აი ყიფიანს კი მაგრად აქებდნენ როგორც მახსოვს და ბოლო პერიოდში არვიცი როგორ წაუვიდა საქმეები...
გასვლის შანსი აღარ გვაქ მაგრამ ესპანეთთან ესპანეთში ფრე ძალიან კარგი შედეგია
ამ მაიორალს რა ყველგან იძახებენ, ტეხავს უბრალოდ, ესპანეთს რა გაუჭირდა, ესპანეთია თუ ალბანეთი, ქართველებიც არარ აკეტებენ ასე
5 დღეში 2 ნაკრებში ათამაშეს 
არაბიძემ წინა თამაშში წითელი მიიღო, თუ რა ხდება?
სკამზე იჯდა
2 გუნდი აქ გადის თუ U-17-ში გადიოდა? რატომღაც ისე მახსოვს რომ ერთ-ერთი ელიტრაუნდიდან 2 გუნდი გადიოდა.
უ17-ში იყო ეგ აქ 1გადის
არაბიძე რატო არათამაშა ხო არ იცით ვინმემ??
რატო დავკარგეთ? საბერდზნეთმა ინგლისს თუ მოუგო ძალიანაც რეალური შანსი გვექნება
მაინც არ გვექნება შანსი.საბერძნეთმა თუ ინგლისს მოუგო.შემდეგ ჩვენ საბერძნეთს მოვუგებთ ინგლისი-ესპანეთის ფრეზეც ვერ გავდივართ.
ესპანეთი5ქულა
ინგლისი4ქულა
საქართველო4ქულა
საბერძნეთი3ქულა
ნეტა დიდებში ვაკარგვიბდეთ ქულებს ესპანელებს და სხვა გრანდებს
საფრანგეთს ხო დავაკარგვინეთ თბილისში
შედეგი კარგია, მაგრამ სამწუხაროდ თავიდანვე განწირულები ვიყავით
კარგი შედეგია, მარა სამწუხაროა, რომ დავკარგეთ გასვლის შანსი.
კარგია) ახლა საბერძნეთმა უნდა მოუგოს ინგლის
აზრი არა აქვს მაიც ვეღარ გავალთ პირველზე