ფეხბურთი

15:48 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი და ესპანელი 19-წლამდელები პირველ ტაიმში დაზავდნენ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტ რაუნდის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებს ეთამაშება. ესპანეთის ქალაქ კარტაიაში, “ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორზე” მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მატჩის მე-8 წუთზე არდაზიშვილის გადაცემით ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, ტაიმის მიწურულს კი ბორხა მაიორალმა გაათანაბრა.

ესპანეთი: სორიანო, ამო, მერე, კარისოლი, ონტივეროსი, მაიორალი, ალენა, ბუნუელი, რივერა, კანოსი, ოიარსაბალი
საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართმელაძე, მამუჩაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი

სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ალთუნაშვილი, ბერიძე, არაბიძე, კიკნაძე, ახალაძე

სატურნირო მდგომარეობა პირველი ტურის შემდეგ

1.

ესპანეთი

1

1

0

0

2:0

3

2.

ინგლისი

1

1

0

0

2:1

3

3.

საქართველო

1

0

0

1

1:2

0

4.

საბერძნეთი

1

0

0

1

0:2

0

მატჩის ტექსტური რეპორტაჟი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126055