მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმა ბურთით ვარჯიში განაახლა – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.
ვეტერანმა ფეხბურთელმა გასული წლის 28 ნოემბერს “ესპანიოლთან” მატჩში მარჯვენა ფეხი მოიტეხა და მას შემდეგ ტრავმირებულია. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მისცემენ ექიმები მატჩებში მონაწილეობის უფლებას.
მიმდინარე სეზონში 34 წლის პორტუგალიელმა 18 მატჩის ჩატარება მოასწრო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.