ფეხბურთი

20:18 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"კამპ ნოუზე" კრუიფის მემორიალს დადგამენ

როგორც კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "კამპ ნოუზე" კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით იოჰან კრუიფის მემორიალს დადგამენ.

"ბარსელონა" იოჰან კრუიფის მემორიალს დადგამს "კამპ ნოუზე", სადაც ყველას შეეძლება მოსვლა და მწუხარების გამოთქმა." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების, ამსტერდამის "აიაქსის" და კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი 24 მარტს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. კრუიფი "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელი იყო.

0.098729