საქართველო - ყაზახეთის საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ბილეთების გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში 28 მარტიდან დაიწყება. ბილეთის ფასი - 5 ლარია. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. შშმ პირებს მატჩზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ. მათ ტურნიკეტებთან შშმპ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობაუნდა წარმოადგინონ.
საქართველო - ყაზახეთის დაპირსპირება 29 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიშემოგთავაზებთ.
სფფ-ს პრესამსახური