ფეხბურთი

18:11 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გავაშელიშვილს ნორვეგიული ტრანსფერი ჩაეშალა

თბილისის "ლოკომოტივის" ახალგაზრდა, იმედისმომცემ ფორვარდ მამია გავაშელიშვილს ნორვეგიულ "სტაბეკში" ტრანსფერი ჩაეშალა. როგორც worldsport.ge-ს თავად 21 წლის შემტევმა უთხრა, სკანდინავიელები ზაფხულში მის გადაბრებაზე სერიოზულად ფიქრობდნენ, მაგრამ ტრავმის გამო გარიგება არ შედგა.

"ზაფხულში მოწვევა მომივიდა, რომ 10 დღე ჩავსულიყავი ნორვეგიაში. ჩემი თამაში იცოდნენ, მაგრამ აინტერესებდათ, როგორ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებოდი. სამწუხაროდ, პლეი-ოფის თამაშები გამაყუჩებლებით ვითამაშე, მერე კი ექიმმა მითხრა, რომ 10 დღე ვერ გავუძლებდი, აუცილებლად უნდა დამესვენა და მემკურნალა. შესაბამისად, ტრანსფერი ჩაიშალა.

რამდენიმე გუნდისგან დაინტერესება მას შემდგომაც იყო, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა და ახლა ამ თემაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. დღეს, მხოლოდ "ლოკომოტივზე" ვფიქრობ. ისე კი, ჩემი მთავარი მმიზანი სწორედ უცხოეთში კარიერის გაგრძელებაა. ჩემი აზრით, "ლოკომოტივიდან" უცხოეთში მოხვედრა ყველაზე ადვილია", - გვითხრა გავაშელიშვილმა.

ნიჭიერმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში საქართველოს პირველ ლიგაში 37 თამაშში 45 გოლი გაიტანა და თბილისური გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, შარშანდელივით შედეგიანად ვერ ირჯება - 17 მატჩი, 4 გოლი.

0.127844