ფეხბურთი

17:52 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" სპრინგი და ჰოლანდიელის გოლი (+VIDEO)

ქართული კლუბები სანაკრებო მატჩებით ეროვნულ ჩემპიონატში გამოწვეულ პაუზას ამხანაგური მატჩებით ავსებენ. თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონატის ლიდერმა დღეს, ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე თანაქალაელ "ლოკომოტივთან" ისპარინგა და დიდი ანგარიშით 6:0 იმარჯვა.

ოთხი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა "დინამომ", ორიც მეორეში. ანგარიში გიორგი გურულმა გახსნა, დუბლი ჯაბა ჯიღაურმა გაიფორმა და ერთი გოლიც ნიკოლზ გელაშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში იურაი იარაბეკმა ორი ცვლილება განახორცილა. შესვენების შემდეგ ითამაშა "დინამოში" სინჯებზე მყოფმა ჰოლანდიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ნინოს გურიემ, რომელიც გოლით გამოირჩა. ასევე მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე საბა ლობჟანიძეც, რომლის აქტიურობის შედეგად ენვერ ლილუაშვილმა მეექვსე გოლი გაიტანა "ლოკომოტივის" კარში.

დინამოელები ეროვნული ჩემპიონატის 22- ე ტურის შეხვედრას 2 აპრილს, ქობულეთში გამართავენ - ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდებიან.

დინამო - ლოკომოტივი 6:0

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ბაშალეიშვილი 75), გველესიანი, ჭელიძე, გურული (ნემსაძე 75), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი (ს. ლობჟანიძე 46), ჯანელიძე (ზარია 75), ჯიღაური (გურიე 46), იაშვილი, გელაშვილი (ლილუაშვილი 75)

"დინამოს" პრესსამსახური

0.114052