ფეხბურთი

17:12 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" 13-წლამდელები თურქეთში ჩემპიონები გახდნენ

“საბურთალოს” 13-წლამდელთა (2003 წელს დაბადებულები) გუნდი, რომელსაც ვალერი გაგუა თავკაცობს, თურქეთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი ქალაქ ალანიაში, საბურთალოელები ბულგარეთის "პრეცინის" თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 8:0 იმარჯვეს. ამ მოგებით თბილისელებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვეს ჩემპიონობა.

ბულგარელების წინააღმდეგ პოკერი მიითვალა გოგობერიშვილმა, თითო-თითო ბურთი კი კვერნაძემ, თავყელიშვილმა, გვიშიანმა და მამაგეიშვილმა გაიტანეს. ხვალინდელ მატჩში ყირგიზეთის "ბეშიქთაშს" გაეჯიბრებიან, თუმცა ეს შეხვედრა "საბურთალოს" 13-წლამდელებისთვის ფორმალობა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113874