ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა და მადრიდის “რეალს” დაუბრუნდა. როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ამის მიზეზი იტალიასთან ამხანაგურ მატჩში (1:1) მიღებული ტრავმაა. 24 მარტს უდინეში გამართულ სპარინგში რამოსმა პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს. ფეხბურთელს ზურგის არეში ტკივილი აწუხებდა, ზუსტი დიაგნოზი კი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც მას კლუბში ჩაუტარდება. რამოსი ესპანეთის ნაკრებს 27 მარტს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში დააკლდება.