ძიუდო

15:28 | 25.03.2016 | ნანახია NaN - ჯერ

თბილისის გრან პრი: ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი თბილისის გრან პრის ფინალშია. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

მარგველაშვილმა დილის პროგრამაში საუდის არაბეთის ნაკრების წევრი სულეიმან ჰამადი, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია, თურქი სინან შანდალი და ებრაელი ტალ ფლიკერი ჩამოიშორა. ფინალში კი იტალიელ ფაბიო ბასილეს დაეჭიდება.

პაპინაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ყირგიზეთის ნაკრების წევრ ოთარ ბესტაევთან წაგებით. იქამდე უკრაინელი დენის ბილიჩენკო ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ამჟამად თურქეთის და ბექირ ოზლუს სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანს შეხვდება.

ჯანაშვილმა ყაზახი გოხარ ტურმახანოვას, უკრაინელი დარია სკრიპნიკისა და ბრაზილიელი ერიკა მირანდას ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ებრაელ ჯილი კოენთან წააგო. "ბრინჯაოს ფინალში” კი სამხრეთკორეელ მი-რი კიმს დაუპირისპირდება.

დღესვე, თბილისის სპორტის ახალი სასახლის ტატამზე საქართველოს დროშის ქვეშ ლუხუმ ჩხვიმიანმა, ირაკლი კუპატაძემ, ივანე ჯავახიშვილმა (სამივე 60 კგ), ბექა შავდათუაშვილმა, გიორგი გუგულაშვილმა, გელა კელიხაშვილმა (სამივე 66 კგ) და მარიამ ციხელაშვილმაც (57 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.

16:30 საათზე გრან პრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ფინალური ბლოკის შეხვედრები კი 17:00 საათიდან დაიწყება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:25 | 08.09.2019
ogafa (10211)

სტუმრად ფრე აქ უნდა მოგვეგო სამართლიანი შედეგი ჩვენთვის იქნებოდა

23:19 | 08.09.2019
iceman (2988)

სპორტოლჯიზეც დევს მისი ინტერვიუ და ყველა სიტყვა პირიქითაა ნათარგმნი აშკარად რომელიღაც საიტი გვატყუებს

23:01 | 08.09.2019
lagashi (6738)

კაშიაზე რა პონტში უნდა იყოს აგებული? ის ხომ ცენტრალური მცველია და მეტოქის კარს მხოლოდ სტანდარტულების დროს უახლოვდება

23:41 | 08.09.2019
alfadhirhaiti (7530)

უცხოელ სპეციალისტებს ჩვევიათ ასე, აქტიურობდა კაშია, დაცვაში ირჯებოდა, შეტევებს იწყებდა, ბურთი კარგად ამოჰქონდა და ეგაა აწყობა, მეტი კი არაფერი..

23:18 | 08.09.2019
sabonis (9584)

თაშის აგება მარტო შეტევას ხომ არ ნიშნავს?

23:39 | 08.09.2019
lagashi (6738)

არა, მაგრამ თამაშის ამა თუ იმ ფეხბურთელზე აგება განა იმას არ ნიშნავს რომ დანარჩენი 10 ფეხბურთელი მის გადაწყვეტილებებზეა მორგებული?

00:46 | 09.09.2019
Shevche (15054)

ალბათ, ყველაზე ადვილი გამოსათქვამები რომელი სახელებიც იყო, ისინი ახსენა

22:41 | 08.09.2019
alfadhirhaiti (7530)

არა მგონია, საქართველოში ასე, გამორჩეულად უკეთ თამაშობდეს.. სავარაუდოდ, დანიაში დაფიქსირებული შედეგი აქვს მხედველობაში და მსაჯის ფაქტორი ავიწყდება.

22:38 | 08.09.2019
O. Mertskhali (8101)

ეგ კარგი, იონ დალ და კალამ არ დაგპატიჟა, სადმე? )

0.066242