სხვა

15:11 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუსაც დააქვეითებენ (+VIDEO)

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძის კვალად, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) გაიფორმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ.

აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ 5 მოგების წილ მე-8 მარცხი (იორიკირი) აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოისთან გაიფორმა და სატიტულო დაქვეითება არ ასცდება.

ჰარუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს ქართველი გოლიათის პირისპირ დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ამინიშიკი დადგება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 3:4 მარცხდება.

9 წაგების ფონზე მხოლოდ მე-4 გამარჯვება იზეიმა დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა. ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტაკეკაძეს ოკურიდაშით აჯობა, შემდეგი ორთაბრძოლა კი აღმოსავლეთის სეკივაკე იოშიკაძესთან ელის. ქართველი იაპონელს ურთიერთშეხვედრებში დამაჯერებლად სჯობნის – 12:6.

საგაზაფხულო ბაშოს სათავეში იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მე-12 მოგება ასევე იოკოძუნა კაკურიუსთან იზეიმა. ლიდერს თითო გამარჯვებით ჩამორჩებიან ოძეკები კისენოსატო და გოეიდო.

ოსაკას სუპერტურნირის მე-14 დღეს ჰაკუჰო ოძეკი კოტოშოგიკუს გაეჯიბრება, კისენოსატო – ოძეკი ტერუნოფუჯის, ხოლო გოეიდო – აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოის. საინტერესო იქნება იოკოძუნების – ჰარუმაფუჯის და კაკურიუს დაპირისპირებაც.

ჰარუ ბაშოს მე-13 დღის ვიდეომიმოხილვაში

გაგამარუს ორთაბრძოლა – 5:10-წუთიდან, ტოჩინოშინის – 6:00-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102609