რაგბი

13:22 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა სეზონს გენტში დაიწყებს (+VIDEO)

საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრები გენტის საერთაშორისო-სამოყვარულო ტურნირზე გაემგზავრა, სადაც ჩვენი გოგონები წლევანდელი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპს შეუდგებიან. გენტის ტურნირი 25-28 მარტს გაიმართება. სოც-მედია >>>

ბელგიაში მომხდარი ტერაქტების სერიის გამო იდგა ტურნირის გადადების საშიშროება, თუმცა ორგანიზატორებმა და გენტის მერიამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღეს.

გენტის ტურნირზე 7-ქალას მთავარ მწვრთნელ, ჯაბა მალაღურაძეს გუნდში ახალწვეულ გოგონათა გამოცდის შესაძლებლობა მიეცემა - „ტურნირზე ახალი გოგონების საქმეში ნახვის შესაძლებლობა მოგვეცემა. უკვა 4 ახალწვეული გვყავს და რათქმაუნდა სატურნირო გამოცდილებას დააგროვებენ, რაც ევროპის ჩემპიონატამდე ძალზე მნიშვნელოვანია. ტურნირი გოგონების მოტივაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ახალ გოგონებს იმედის თვალით ვუყურებთ, ვინაიდან ისინი სხვა სპორტებიდან გადმოვიდნენ და ეს ტენდენცია იგრძნობა, რაც ძალიან გვახარებს, ვინაიდან გადმოდიან და ჩვენთან რჩებიან. ფიზიკურად უკვე მომზადებულები არიან და სარაგბო უნარ-ჩვევებსაც კარგად ეუფლებიან.“ - განაცხადა მალაღურაძემ.

გენტის შემდეგ ევროპამდე გოგონებს კიდევ სამი მოზამზადებელი ტურნირი ექნებათ - აპრილში ათენის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის ცერემონიას დამეთხვევა, მაისში უკვე ტრადიციად ქცეული ‘სტანისლას სევენსი’ ნანსში და ივნისში რომის ტურნირი.

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ‘ბ’ დივიზიონი 22-25 ივლისს ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაიამრთება.

7-ქალას სატურნირო რაზმი - 25-28 მარტი გენტი, ბელგია

1 ანა პოღოსიანი;

2 თიკა პაპაუაშვილი

3 თიკა სიხარულიძე

4 ლოსანა ფოლადაშვილი

5 ნათია გავაშელი

6 ნიკოლა გალუზინსკაია

7 ნინო ელოშვილი

8 ნინო ტაბატაძე

9 სალომე მაკასარაშვილი

10 სალომე საღარაძე

11 ქრისტინე გვაზავა

12 შორენა გამსახურდია

სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე - მთ. მწვრთნელი, ილია ლათიბაშვილი - ექიმი, ია ხურცილავა - მენეჯერი

www.rugby.ge

0.068967