ჩოგბურთი

12:34 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი დელ პოტროს შეხვდება

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი “მაიამის” მასტერსის 1/32-ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება.

დელ პოტრომ გუიდო პელას 6:0, 7:6 დამარცხების შემდეგ როჯერთან თამაშის უფლება მოიპოვა.

ფედერერს ტრავმის გამო 28 იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია, ხოლო დელ პორტო თითქმის ერთწლიანი უთამაშებლობის შემდეგ კორტს ერთი თვეა რაც დაუბრუნდა.

ურთიერთშეხვედრებში ფედერერი არგენტინელს 15:5 უგებს. ფედერერი – დელ პოტროს შეხვედრა 25 მარტს თბილისის დროით 19:00 საათზეა დაგეგმილი.

0.12855