თუკი აქამდე სახელი და გვარი - ფრანსისკა უნდურაგა არაფერის გეუბნებოდათ, დადგა ჟამი, რომ გაიგოთ თუ ვინაა ეს მრავლისშემძლე და მრავლისმქმნელი ქალი, რომელმაც აგერ ეს ორი წელია, მთლიანად გადარია ლათინური ამერიკა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არც ევროპას “დაინდობს”.
ფრანსისკა მისი მშობლიური ქვეყნის, ჩილეს საფეხბურთო ნაკრების დიდი გულშემატკივარია და სადაც კი ჩილელები ბურთს გააგორებენ, უმალ უნდურაგაც იქ დაერჭობა და ამ დროს ხელების გაჩერება ძალიან უჭირს. როდესაც ცალ ხელს საყვარელ მობურთალებს უქნევს, მეორე ხელი უკვე საკუთარ მაისურზე აქვს მოკიდებული, რადგან ერთი სული აქვს როდის გაიძრობს და მზის შუქზე ამოყრის იმას, რაც ამოსაყრელია.
ფრანსისკა ამ ბოლო დროს ტანის მოხატვის ხელოვნებით დაინტერესდა და დღე ისე არ გავა, მის სხეულზე თვალებწკურია მხატვრებმა რაიმე უცნაური და გულშემაღონებელი რომ არ დახატონ. თან ამ ხელოვანი ხალხის ამბები ხომ იცით? დახატავენ რამეს და მერე ამ ამბავს აღნიშვნა ხომ უნდა? თან როდესაც ასეთ ქალს აფერადებ, რას არ აღნიშნავ!...