გრძელდება პრეტენდენტთა ტურნირი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის, რომელსაც რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მასპინძლობს. ბოლო პარტიები სუსტად ჩაატარეს აწ უკვე ყოფილმა ლიდერებმა კარიაკინმა(რუსეთი) და არონიანმა(სომხეთი), რომლებიც კარუანამ(აშშ) და მსოფლიოს ექს და ვიცე ჩემპიონმა ანანდმა(ინდოეთი) ჩაანაცვლეს.
მეთერთმეტე ტურში ერთ- ერთმა ლიდერმა ანანდმა აწ უკვე ყოფილ ლიდერ კარიაკინს მოუგო, ხოლო კარუანა აუტსაიდერ ტოპალოვს დაუზავდა.
მე-11 ტურის ტექნიკური შედეგები:
ანანდი - კარიაკინი 1:0
არონიანი - სვიდლერი 1:0
ტოპალოვი - კარუანა 0,5:0,5
გირი - ნაკამურა 0,5:0,5
სატურნირო მდგომარეობა 11 ტურის შემდეგ
1-2.კარუანა, ანანდი 6,5-6,5
3. კარიაკინი 6,0
4-6. არონიანი, სვიდლერი, გირი 5,5-5,5
7. ნაკამურა 4,5
8. ტოპალოვი 4,0
მეთორმეტე ტურის შეხვედრათა განრიგი
სვიდლერი-გირი
ნაკამურა-ანანდი
კარიაკინი-ტოპალოვი
კარუანა-არონიანი