კალათბურთი

1:35 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატებს პეტროვიჩი გაწვრთნის

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად 57 წლის სპეციალისტი ალეკსანდარ პეტროვიჩი დაინიშნა. მისი ოფიციალური პრეზენტაცია ზაგრებში შედგა.

სახელოვანი დრაჟენ პეტროვიჩის უფროსი ძმა ბოლოს ლიტვურ “ლიეტუვას რიტასს” თავკაცობდა, ხორვატთა უპირველეს გუნდში კი მან ველიმირ პერასოვიჩი შეცვალა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” წვრთნის.

აღსანიშნავია, რომ პეტროვიჩი სამწვრთნელი საქმიანობას უკვე 25 წელია ეწევა, სანაკრებო ასპარეზზე კი ძალებს მეორედ სცდის.

2012-2103 წლებში ალეკსანდარი ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა და ევროვასკეტ-2013-ის საკვალიფიკაციო ციკლში მისი ნაკრებისა და საქართველოს ეროვნული გუნდის გზებიც გადაიკვეთა.

მაშინ ქართველმა კალათბურთელებმა ბოსნიელებს სტუმრად დრამატული შეხვედრა 96:95 მოუგეს, შემდეგ კი, შინ არაკლებ პრინციპული დაპირისპირება 103:107 დათმეს.

0.119543