სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, სადაც ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას, კომპანია PSP ჯგუფსა და სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიას" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების მიხედვით, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია მომდევნო ოთხი წლის მანძილზე სასპონსორო თანხის სახით დაახლოებით მილიონ ლარს მიიღებს და ეს ფული ქართული ძიუდოს განვითარებას მოხმარდება.
ოფიციალური შეთანხმება ხელმოწერით დაადასტურეს კომპანია „ზედაზენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა, PSP ჯგუფის დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური