ფეხბურთი

22:02 | 24.03.2016 | ნანახია 2574 - ჯერ

19-წლამდელებმა ელიტრაუნდი წაგებით დაიწყეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ინგლისთან 1:2 წააგო.

ესპანეთში "ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე, ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელმა ტამი აბრაჰამმა ჯოშუა ონომაჰის გადაცემის შემდეგ გახსნა. ორ წუთში საგოლე პასის და გოლის ავტორებმა როლები გაცვალეს და "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა მეორე გოლი გაიტანა. 84-ე წუთზე ქართველთა მხრიდან ირაკლი ბიძინაშვილის გადაცემით თავი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინა.

უეფას 19-წლამდელთა ელიტრაუნდის პირველი ჯგუფის შეხვედრებს ესპანეთი მასპინძლობს. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა პირველ მატჩში ბერძენი თანატოლები 2:0 დაამარცხეს. მომდევნო შეხვედრას გიორგი ყიფიანის გუნდი ესპანეთთან 26 მარტს გამართავს. ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველადგილოსანი გადის.

ინგლისი: ვუდმენი, ტეილორ მური, კუკი, ამსტრონგი, აბრაჰამი, ბრაუნი (ოჯო 79), უოლკერ-პიტერსი, ონომაჰი (კონოლი 79), ფრაი, მოორი, მაიტლანდ-მილსი.

მწვრთნელი: ადრიან ბუსროიდი

საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (სამურკასოვი 75), ბერიძე (ბიძინაშვილი 59), გოშთელიანი, მიქელთაძე, არაბიძე (არდაზიშვილი 59), კომახიძე.

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:22 | 25.03.2016
BEERTRANCE (97819)

ახლა მაისურაძე იტყვის ტურნირის მერე, მე რო ვყოფილიყავი გავიდოდითო

03:20 | 25.03.2016
tariko (164)

ეს თუ ის არაბიძეა "შახტარში" რომ თამაშობს მწვრთვნელმა 59 წუთზე შეცვალა ? რა ამჩე მისას წაგება უნდოდა ?

23:17 | 24.03.2016
dixdavid (458)

არა უშავს. ესპანეთთანაც გაგვიჭირდება, მარა ბოლომდე უნდა იბრძოლონ.
საბერძნეთი კი აუცილებლად დაამარცხონ.

22:54 | 24.03.2016
რაჭა (10043)

ერთი გოლი მაინც გაუტანიათ....

22:37 | 24.03.2016
saqme (2310)

ჯგუფიდან გამსვლელები რომ არარიან ეს ხომ ნაღდია,მაგრამ გამოცდილებას მაინც მიიღებენ..

0.122613