ფეხბურთი

18:55 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაისმა შემადგენლობა შეავსო: საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელით ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში ახალგაზრდული ნაკრებიდან სამი ფეხბურთელი გამოიძახა. ვლადიმირ ვაისი 23 მარტს მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საქართველოსა და სან მარინოს (4:0) ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრას დაესწრო და საბოლოო შემადგენლობა მატჩის შემდეგ დაკომპლექტდა.

ეროვნული გუნდის საწვრთნელ პროცესს რუსეთის პრემიერლიგის „როსტოვის“ წევრი ნიკა კაჭარავა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ხიმნასტიკის“ ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია და პოლონეთის ექსტრაკლასას „სლასკის“ ქართველი ლეგიონერი ლაშა დვალი შეურთდნენ.

დღეიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. საქართველოსა და ყაზახეთის საფეხბურთო დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 29 მარტს, 21 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი კი 5 ლარს შეადგენს.

მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“ რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე („დინამო თბილისი“), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა დვალი („სლასკი“, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ესქიშეჰირსფორი“, თურქეთი), ნიკა ძალამიძე („რიზესფორი“, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია), გიორგი აბურჯანია („ხიმნასტიკი“, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ქვილითაია („დინამო თბილისი), ნიკა კაჭარავა („როსტოვი“, რუსეთი)

სფფ-ს პრესსამსახური

0.119344