ფეხბურთი

21:31 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისის ნაცვლად - შურლე?

გერმანულმა “დორტმუნდმა” და ინგლისურმა “ჩელსიმ” ზაფხულში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ – გვამცნობს ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.

“დორტმუნდში” კარგად ხვდებიან, რომ ზაფხულში კლუბის ლიდერის, მარკო როისის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომაც, მის შემცვლელზე აქედანვე დაიწყეს ზრუნვა. ერთ-ერთი ის კლუბი, რომელიც როისით ინტერესდება ლონდონის “ჩელსია”. როგორც ცნობილია, გერმანული კლუბის თავკაცს, იურგენ კლოპს “არისტოკრატთა” ნახევარმცველის, ანდრე შურლეს თამაში ძალიან მოსწონს და შესაძლებელია, ბარტერი შედგეს. ტრანსფერის ზამთარში განხორციელება გამორიცხულია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არცერთ მოთამაშეს არ ექნება, მაგრამ ზაფხულში ამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა არსებობს.

“ჩელსის” გარდა, როისით “რეალი”, “არსენალი”, “ბარსელონა” და “ბაიერნი” ინტერესდებიან.

0.115912