19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის I ჯგუფში დღეს საქართველოს ნაკრები ინგლისს ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა: მასპინძელმა ესპანეთმა 2:0 მოუგო საბერძნეთს.
22-ე წუთზე აარონმა გაიტანა, 26-ეზე კი ბორხა მაიორალმა პენალტით გაზარდა სხვაობა. შეგახსენებთ, ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გავა ფინალურ ეტაპზე.