უკრაინაში ბევრს კი ჭორაობდნენ ანდრეი შევჩენკოზე - ცოლს თანამემამულე მოდელ ანგელინა პეტროვასთან ღალატობსო, მაგრამ ამ ამბების გამავრცელებლებს ბოლოს მაინც შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა მოუწიათ, რადგან მიუხედავად დიდი მცდელობებისა, მსგავსი ფაქტი ვერ დაადასტურეს.
სხვათა შორის, ანდრეისგან განსხვავებით, თავად ანგელინა ფეხბურთელთან ნაცნობობას არ უარყოფს და იძახის, რამდენჯერმე მართლა შევხვდი “მილანის” აწყოფილ ლეგენდას და ისიც ვიგრძენი, რამე რომ ყოფილიყო რასაც მიზამდაო, მაგრამ “მოსახდენი” რომ ვერ მოხდა – ამას გოგოც ადასტურებს.
ანგელინა პეტროვა თქვენ ჩვეულებრივი რიგითი სლავი ლამაზმანი ნუ გგონიათ. ამ ჭეშმარიტად მშვენიერმა ასულმა უკვე შეძლო და უკრაინის საზღვრებს გარეთაც მოიპოვა პოპულარობა და ევროპის ბულვარული ჟურნალების ყდებზეც გამოჩნდა. ერთი ისაა, რომ ჯერ იმდენს მაინც ვერ მიაღწია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს მიეწვია თავის შოუში. აფსუს!