ძიუდო

13:50 | 24.03.2016 | ნანახია 3060 - ჯერ

მსხალაძე დისკვალიფიკაციით დასაჯეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის გრან პრის განაცხადიდან ამოწერა. სპორტსმენი, რომელიც ორიოდ დღის წინ პოლიტიკურ პარტია "თავისუფალ დემოკრატებში" გაწევრიანდა, დისკვალიფიკაციით ერთი თვის წინანდელი არასპორტული საქციელის გამო დასაჯეს.

თებერვლის ბოლოს, პრაღაში გამართულ ევროპის ღია ტურნირზე მსხალაძემ მეოთხედფინალში იტალიელ ჯულიანო ლოპორჩიოსთან სუფთად წააგო და მარცხით იმედგაცრუებულმა მსაჯის და დიქტორის თხოვნის მიუხედავად, მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა.

„ჯერჯერობით დისკვალიფიკაციის ვადა უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით დისციპლინარები ევროპის მომავალი ჩემპიონატის (ყაზანი. 21-24 აპრილი) დღეებში იმსჯელებენ. იქამდე კი მსხალაძეს ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს. თბილისის გრან პრიზე მას სხვა სპორტსმენით ჩავანაცვლებთ" - უთხრა worldsport.ge-ს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:37 | 25.03.2016
tariko (164)

ბექა ღვინაშვილს 100 კგ-ის მონაცემები არ აქვს და რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევს, დროს აკარგვინებენ, რამაც შეიძლება მის კარიერაზე ძალიან ცუდად იმოქმედოს.

17:09 | 24.03.2016
მადრიდისტა (17021)

60კგ---პაპინამ ისევ თავსი თავთან თუ არ წააგო ეს ტურნირი მოსაგები აქვს.
66კგ--მაგრად არ გაგვიმართლა, სურპრიზებს ველი ახალგაზდებისგან.
73კგ--ქართული ფინალი სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს.
81კგ--მარგიანს შეუძლია ამ ტურნირის მოგება მთავარია ფორმაში იყოს დიდიხანია არ უჭიდავია..იქნებ ზებედამაც ქნას რამე ძალიან გაუგძელდა ადაპტაცია.
90კგ--მედალი კარგი შედეგი იქნებოდა...
-100კგ--გვინაშვილმა აქ უნდა დაამტკიცოს თავის სიძლიერე შეუძლია ბისულტანოვის დამარცხება
+100კგ-- ადამამ ულაპარაკოდ უნდა მოიგოს ეს ტურნირი თუ არადა რა უნდა ისე ოლიმპიადაზე!

16:42 | 24.03.2016
ukleba (17336)

სერიოზული სახეები არიან მაინც ჩამოსული თბილისში. ახლა კი ჩემი ტრადიციული ანალიზი. 1) 60 კილლო-პაპინამ ეს ტურნირი უნდა მოიგოს. არ აქვბს მნიშვნელობა რომ განბათია იქეთ. არ არიან იაპონელები და კორეელები ანუ უდავო ფავორიტები. იმედია მომზადებულია. ლუხუმასგან ველი დაშდაავასთან ღირსეულად გამოსვლას და იმედია მესამე წამზე არ წააგებს.
66) მარგველას საერთოდ არ გაუმართლა, მაგრამ თუ მოხდა და ჯიმას მოუგო-მერე უკვე ფავორიტი გახდება ავტომატურად ტურნირის. 73) ეს ის წონაა სადაც ქართულ ფინალს ველი. 81) მგონია რო პაპუნაშვილი შემოგვტავაზებს სიურპრიზებს. ვნახოთ რას იზამენ ახალგაზრდებიც. 90) ამ წონაშI მედალი კარგი შედეგი იქნება. 100) აქ აზერები ალბათ ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მივლენ ა და ბ ჯგუფებიდან, ხოლო ც და დ პულებიდან ფინალისტი სავარაუდოდ პირველივე წრეშI გადაწყდება ბექა-ბისულთანოვის დაპირისპირებაში. 100+ ადამა მაგარ ფორმაშIა და არ უნდა გაუჭირდეს ამ ტურნირის მოგება. 15 კილო დაკლებული და კარგად მომზადებულია ფიზხიკურად. მოკლედ ვნახოთ

16:17 | 24.03.2016
Paata Chania (1086)

რა მაინტერესებს მატიაშვილი რატო არ ჭიდაობს ? ოქრუაშვილმა 15 კილო დაააკლოო და ვნახოთ იმედია გაიმარჯვებს არადა ძველი ადამა ამ შემადგენლობას გადაურბენდა 100+ ის

16:15 | 24.03.2016
Paata Chania (1086)

stripslashes((strlen('http://www.ippon.org/gp_geo2016.php')>0?'http://www.ippon.org/gp_geo2016.php':'http://www.ippon.org/gp_geo2016.php')) არ მიყვარს კენჭისყრის გამართელბა არ გამართლებაზე საუბარი, მაგრამ აშკარად არ გაგვიმართლა მითუმეტეს 66-ში და100-ში საწყის რაუნდებში ძლიერი ძიუდოისტები შეხვდებიან, გაგვიჭირდება ძალიან 73 ში გვაქვს ყველაზე კარგი შანსი მედლების აღების და რათქმაუნდა ოქროსი .

0.067865