ფეხბურთი

13:41 | 24.03.2016 | ნანახია 2227 - ჯერ

19-წლამდელები დღეს ინგლისით იწყებენ

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ესპანეთში „ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორზე“ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდის პირველ ტურში ინგლისს დაუპირისპირდება. შეხვედრას განსჯის დომინიკ ოუშენი (ავსტრია), რომელსაც მარკუს გუტში (ავსტრია), ტეოდორო სობრინო (ესპანეთი) და ალეხანდრო ერნანდესი (ესპანეთი) მიეხმარებიან.

გიორგი ყიფიანის გუნდი 19 მარტს ჩავიდა ესპანეთში და ტურნირისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპი იქ გაიარა. ელიტ-რაუნდამდე ჩვენმა გუნდმა ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა თბილისში ბულგარეთთან (0:0, 2:0) და სტუმრად მონტენეგროსთან (0:2, 2:0).

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში ასეთი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას:

მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო);
მცველები: ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ვლადიმერ
მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

ინგლისელებთან დღევანდელი მატჩის შემდეგ ქართველთა სათამაშო განრიგი ასეთია: 26 მარტს ესპანეთი – საქართველო და 29 მარტს საქართველო – საბერძნეთი.

სფფ-ს პრესსამსახური


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:27 | 24.03.2016
zura1967 (213)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=oR32adR-m_A')>0?'https://www.youtube.com/watch?v=oR32adR-m_A':'https://www.youtube.com/watch?v=oR32adR-m_A'))

19:03 | 24.03.2016
berodaviti (4285)

ადმინ ლინკი გაჩითე თუ ყველამ თავისთვის ვიჩალიჩოთ ?!...

17:28 | 24.03.2016
Piro Ivaniashvili (8)

ლინკი დადეთ თუ იცით

17:15 | 24.03.2016
levani82 (41682)

ესპანეთი 2-0 იგებს

16:38 | 24.03.2016
levani82 (41682)

ესპანეთი 2-0 იგებს

16:38 | 24.03.2016
Cruyff14 (68)

კრუიფი დაღუპულა

16:22 | 24.03.2016
Badri Bibilashvili (6126)

საინტერესოა.დადეტ სტრიმი მერე რომ ვუყუროთ აქ მაინც.

16:07 | 24.03.2016
fantastika (2333)

2-2 ეს თამაში

16:02 | 24.03.2016
Deco 20 ,,M.U (904)

თამაშს სად შეიძლება რო ვუყურო თუ იცით?

15:38 | 24.03.2016
maradona73biankoneri (12347)

ამხელები უცხოეთში უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები არიან, მითუმეტეს ინგლისში და ესპანეთში ჩვენთან კიდევ ისევ ბავშვები არიან.

დიდი იმედები ნუ გექნებათ

15:48 | 24.03.2016
BEERTRANCE (97819)

მასეა მასე, დაგიმარცხებია ილუზია

15:44 | 24.03.2016
saqme (2310)

სამწუხაროდ მართალს ამბობ..მარადონაა

15:19 | 24.03.2016
BEERTRANCE (97819)

თუ რამე მიზეზები მზადაა, იქაც ქარია ალბათ და დრო არ ეყო მწვრთნელს

15:23 | 24.03.2016
რენე ფერეირა (6798)

იმედია გავალთ და მიზეზებზე საუბარი არ დაჭირდებათ

15:25 | 24.03.2016
BEERTRANCE (97819)

რა ოპტიმიზმიც გაქვს იმდენი ჭკუა მეჭყლიაურს და თოფაძეს

15:28 | 24.03.2016
რენე ფერეირა (6798)

იმდენი დედის დღვნა მაგათ

17:23 | 24.03.2016
juansher (788)

აგენი ნაცციონალები ყოფილან

15:18 | 24.03.2016
რენე ფერეირა (6798)

2გუნდი მაინც გადიოდეს მაგის დედაც მოვ))ან

15:21 | 24.03.2016
რენე ფერეირა (6798)

მაშინ ოთხივე უნდა გადიოდეს.დდდ

15:24 | 24.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ეს შენ მოგწერე

15:19 | 24.03.2016
BEERTRANCE (97819)

და გახვალ კი მეორეზე?

15:17 | 24.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ასეთი ძლიერი ჯგუფიდან ერთხელ უკვე გავიდნენ ჩვიდმეტ წლამდელები ახლაც შეიძლება.წარმატებები

15:06 | 24.03.2016
M.U2015 (19400)

უნდა მოვიგოთ თუ გვაქ რამეზე პრეტენზია) წავაგებთ შეგვიძლია დანარჩენი 2 თამაში არ ვითამაშოთ და წამოვიდეთ

14:54 | 24.03.2016
Gela Chitidze (218)

წარმატება ვუსურვოთ ბიჭებს. სტრიმს ველოდებით

14:44 | 24.03.2016
რენე ფერეირა (6798)

მაქსიმუმი 1ადგილი მინიმუმი 4ადგილი

14:33 | 24.03.2016
arturi-baierni (24493)

ადმინ თამაშის მოახლოებასთან ერთად შემადგენლობა და პირდაპირიც დადეთ რა

13:55 | 24.03.2016
ვალენსია (662)

იმედია სტრიმი იქნება

0.127779