იაპონურ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოს მე-12 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა წააგო, შედეგად, ტოჩინოშინის კვალად, უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) გაგამარუც მიუახლოვდა.
აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმისთან იორიკირით დამარცხდა და წაგებათა ლიმიტი ამოწურა.
გაგამარუს მაჩვენებელი 5 მოგება და 7 მარცხია, ამდენად, მას წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი სამივე ბრძოლის მოგება სჭირდება. ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოი იქნება. ჯუღელი მასთან ურთიერთშეხვედრებში 1:7 მარცხდება.
ძალიან წარუმატებელი ტურნირი აქვს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელმაც 3 მოგების წილ უკვე მე-9 მარცხი განიცადა. ამჯერად, მან ჩინელ დასავლეთის მე-4 მაეგაშირა სოკოკურაისთან სუკუინაგეთი წააგო.
ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, თუმცა, უკვე ცხადია, რომ სერიოზული დაქვეითება ელის.
საგახაფხულო სუპერტურნირის მე-13 დღეს ქართველი სუმოისტის პირისპირ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტაკეკაძე დადგება, რომელთანაც ლევანს კარგი ბალანსი (10 მოგება, 3 მარცხი) გააჩნია.
უაღრესად საინტერესოდ ვითარდება ამბები ჰარუ ბაშოს სათავეში. იაპონელი ოძეკი კისენოსატო 10 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი იყო, თუმცა, შემდეგ მიჯრით 2 მარცხი განიცადა და პირველობა დაკარგა.
ამჯერად, კისენოსატო ჰატაკიკომით იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა და ოძეკი გოეიდოსთან და აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუსთან ერთად, წინ გაჭრილ ჰაკუჰოს უახლოეს მდევრად რჩება.
მონღოლმა იოკოძუნამ ხსენებულ გოეიდოს ოშიდაშით სძლია და თავი 11 გამარჯვებას მოუყარა, ამდენად, დღეისთვის, “იმპერატორის თასთან” ყველაზე ახლოს იმყოფება.
ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს არაერთ საინტერესო შერკინებას ველით: ჰაკუჰო იოკოძუნა კაკურიუს (8-4) გაეჯიბრება, კისენოსატო – მე-3 მაეგაშირა აოიამას (5-7), გოეიდო – ოძეკი ტერუნოფუჯის (8-4), ხოლო მიოგირიუ – მე-13 მაეგაშირა მიტაკეუმის (7-5).
მართალია, პირველობისთვის ვეღარ გაიბრძოლებენ, თუმცა, ყურადღებას იპყრობს იოკოძუნა ჰარუმაფუჯისა და ოძეკი კოტოშოგიკუს ჯახიც.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჰარუმამ რა უკლასნესად ააყირავა ღიპუცა!
როგორც ვივარაუდე, გაგამაც ოფიციალურად გაიფორმა მაკე-კოში. იმედია დარჩენილ ბრძოლებს მოიგებენ ორივე და შედარებით მცირედი უკუსვლა ექნებათ.
თასს რაც შეეხება - დღეს კისემაც მოიგო და გოიედომაც მარა მოიგო ჰაკუჰომაც
ასე რომ ჰაკუჰოს 12-1 აქვს, იმ ორს კიდე 11-2
ხვალ ღიპუცას შანსი აქვს თავის თანამემამულეებს "საქმე გაუკეთოს" და ჰაკუჰოს დამარცხებით შანსი მიცეს
ბოლო დღეს მაგის შანსი ჰარუმაფუჯის ექნება
მანამდე კისე ტერუს ხვდება და გოიედო იკიოის
ბოლო დღეს კი თუ არ ვცდები ერთმანეთში აქვთ
მოუგო კოტოიუკიმ ტაკარაფუჯის და გაგზავნა მაკეკოშიზე
შოთიკომ როგორც მოსალოდნელი იყო გაგა დაამარცხა
მოიგო შოდაიმაც
აი მიოგირუმ წააგო მიტაკეუმისთან და ჩამოშორდა რბოლას
მოკლედ სიტუაცია ასეთია:
ორივე სეკივაკე და ორივე კომოსუბი ვარდება სანიაკუდან
კოტოიუკიმ აღმოსავლეთის სეკივაკეობა გაიფორმა დღეს ფაქტიურად
დასავლეთ სეკივაკედ იკიოი მიუჯდება
ერთერთი კომოსუბი მიოგირიუ გახდება
მეორე კომოსუბის თემა კი ჯერ გასარკვევია - კანდიდატი რამდენიმეა:
1. ზედა მაეგაშირებიდან ოკინოუმი და ამინიშიკი, რომლებსაც ჯერ კიდევ შემორჩათ კაჩიკოშის შანსი
2. ქვემოდან შოდაი, რომელმაც მ6-ზე გაიფორმა დღეს კაჩიკოში... და საერთოდაც შოდაის, რომელმაც ძაან გვიან, სადღაც 22-23 წლის ასაკში დაიწყო კარიერა და ახლა სადღაც 25 წლისაა, თურმე კარიერაში ჯერ არცერთი მაკეკოში არ ქონია...
მოკლედ მაგარი როჟაა რა
მოწინავე მაეგაშირებში ამოინაცვლებენ კაისეი, იჩინოჯო და მიტაკეუმი
შოდაი მალე გახდება სეკივაკეც
პროსტა არ მესმის ამოდენა ოძეკი კაცი როგორ შეიძლება ამისთანა მყიფე ფსიქიკის პატრონი იყო რო ოდნავ დაძაბულობაზეც კი მარტივ მამრავლებად იშლებოდე
ძველი ბერძნული ანდაზა ხომ გახსოვთ:
აბა ჰე და აბა ჰო,
წამოვჭიმოთ ჰაკუჰო!
მე მეორეც მახსენდება:
არა შეჯდა კისე ხესა,
მძიმე იყო ნამეტანი
საღოლ ორივეს

ტერუ რა ძლიერია, როგორ დაიქნია კუკურა
ჰაკუჰო გადარეულია, არავინ უნდა გაეკაროს ამ ბაშოზე
ეეჰ, კომენტარის წერის სურვილიც აღარ მაქვს. აშკარად გაგვაწბილეს ჩვენებმა (პირველ რიგში ტოჩის ვგულისხმობ)
ხვალ მგონია, ჰაკუჰო შეჭამს კუკურას, ისედაც მაგის ბულკია და ახლა 100-მაგად მოტივირებულია;
კისე მოუგებს აოიამას;
ტერუ მოუგებს გოეიდოს; მართალია, ტრავმა არ აქვს მოშუშებული ნორმალურად და გოეიდოც კარგ ფორმაშია, მარა მაინც...
ყველაზე საინტერესო: კოტო-ჰარუმა - ჰარუმას ყოველთვის უჭირს კოტოსთან, ურთიერთშეხვედრებშიც საგრძნობლად ჩამორჩება, მარა მგონია ხვალ მოუგებს, ჩემი აზრით.
ვნახოთ...
ტერუს მოგება ვერ დავსვი მარტო
მოკლედ, ძალიან ცუდი ბაშო გამოდგა ჩვენთვის. სოკოკურაისთან წაგებას ნაღდად არ ველოდი. სერიოზული უკუსვლა ექნება ტოჩის. იმედია გაგამარუ მაინც მოახდენს პატარა საწაულს, მაგრამ სამწუხაროდ არ მჯერა ამის, დიდი ალბათობით, ხვალ დილით იკიოისთან ეგეც გაიფორმებს მაკე-კოშის. კოტოიუუკი ხდება სეკივაკე, რომელმაც ოშიდაშის მეტი არაფერი იცის და ჩვენ ვერ ვეღირსეთ ვერაფრით. არ არის გამორიცხული ტაკარაფუჯიც სეკივაკე გახდეს(მგონია რომ 3-ვე ბრძოლას მოიგებს). რაც შეეხება ბაშოს გამარჯვებულს, 99%-ით ჰაკუჰო იქნება, ჩემი აზრით.
+1
ოღონდ კუკურა და ჰარუმა რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყვნენ ჰაკუჰოს ყოველთვის მაქსიმალურად მოტივირებულები ებრძვიან ასე რომ ჰაკუჰოს მარცხის შანსი არის...
მარა ვინ უნდა გადაასწროს აი მაგას კი ვერ ვხვდები
აი ვიდეოც:stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=a-R3bpBTWDw')>0?' https://www.youtube.com/watch?v=a-R3bpBTWDw':' https://www.youtube.com/watch?v=a-R3bpBTWDw'))
აბა თუ წააქცევენ ჰაკუჰოს