რუსეთის ჩემპიონი „კრასნი იარი“, რომელიც ახლახანს საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავით, ლაშა მალაღურაძით გაძლიერდა, საქართველოში 3-კვირიან შეკრებას გაივლის.
კრასნოიარსკელები გეგმავენ, რომ თბილისს 5 აპრილიდან 26 აპრილამდე ეწვიონ და რუსეთის ჩემპიონატისთვის აქ მოემზადონ. მიმდინარეობს მოლაპარაკება ქართულ კლუბებთან სპარინგ-მატჩების გამართვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კუთხით გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ თბილისში წინასასეზონო მზადება მოსკოვის „სპარტაკმა“ გაიარა და ორი თამაში გამართა. „კრასნი იარი“ აქამდე შეკრებებზე თურქეთში, ინგლისსა და სამხრეთ აფრიკაში დადიოდა. რუსეთის ჩემპიონს შემოდგომიდან ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ტურნირი ელის.