29 მარტს ბულგარეთის ქალაქ რუსეში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდე მოჭიდავეთა შორის. პირველები შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
საქართველოს ნაკრები 18 მარტიდან ბორჯომში იმყოფება შეკრებაზე, ბოლო საკონტროლო შეხვედრა კი 22 მარტს გაიმართა 59 კგ-ში, სადაც ხვიჩა ჭითავამ გიზო მელაძეს მოუგო.
ბულგარეთში ჩვენი ნაკრები ზაზა ჯიბლაძის და ვაჟა ბოძაშვილის ხელმძღვანელობით 26 მარტს შუადღისას გაფრინდება. ბერძენ-რომაელთა გუნდი საკმაოდ ვარსკვლავური შემადგენლობით იასპარეზებს. ნაკრებში არიან გასული წლის ევროპის ჩემპიონი ლაშა გობაძე (80), ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ახალგაზრდებში – რამაზ ზოიძე (71) და გელა ბოლქვაძე (75), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში იაკობ ქაჯაია (130).
59 კგ – ხვიჩა ჭითავა (სენაკი)
66 კგ – თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
71 კგ – რამაზ ზოიძე (ხელვაჩაური)
75 კგ – გელა ბოლქვაძე (ხულო)
80 კგ – ლაშა გობაძე (ხულო)
85 კგ – შალვა ხაჩიძე (ბორჯომი)
98 კგ – კუკური კირცხალია (თბილისი)
130 კგ – იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ჯიბლაძე
უფროსი მწვრთნელი: ვაჟა-ბოძაშვილი
მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე
ექიმი: ლევან ლინნიკი
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 2-3 აპრილს იასპარეზებს. ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) უკაპიტნებს. ემზარ ბედინეიშვილის მიერ დარიგებული გუნდი რუსეში, 31 მარტს, გამთენიისას, შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება.
57 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
61 კგ – შოთა ფარტენაძე (ქედა)
65 კგ – ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)
70 კგ – დავით ბუზიაშვილი (ხაშური)
74 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ – ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ – გენო პეტრიაშვილი (გორი)
მთავარი მწვრთნელი: ემზარ ბედინეიშვილი
უფროსი მწვრთნელები: ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე
მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე
ექიმი: ლევან ლინნიკი
გოგონებში ერთადერთი მონაწილე ლიანა ალმეევა (მაჭარაშვილი) გვეყოლება, მთავარი მწვრთნელი კი ბესარიონ გუჩაშვილი გახლავთ.
29 მარტი
ბერძნულ-რომაული 59-71-80-98
30 მარტი
ბერძნულ-რომაული 66-75-85-130
31 მარტი
ქალთა ჭიდაობა 48-55-60-69
1 პარილი
ქალთა ჭიდაობა 53-58-63-75
2 აპრილი
თავისუფალი ჭიდაობა 57-65-74-97
3 აპრილი
თავისუფალი ჭიდაობა 61-70-86-125
www.wrestling.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზედმეტია გენოსთვის
აბა თქვენ იცით ბიჭებო...66
სათაურში ს აკლია
იაპარეზებენ
წარმატებები