ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია ბრაზილიურ საო ჟოზე დო რიო პრეტოს 10-ათასიან ტურნირში მე-2 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, პირველივე რაუნდში დამარცხდა. ქვაცაბაია პარაგვაელ კამილა ჯიანგრეკო კამპიზს გადაეყარა და 4:6, 2:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში ქვაცაბაიას და ბრაზილიელი ლაურა პიგოსის პირველ ნომრად განთესილმა დუეტმა ბრაზილიურ-არგენტინულ ტანდემს (დროზდ პერეირა-ტუმოსა) 6:2, 6:0 მოუგო და მეოთხედფინალში გააღწია.
მომდევნო რაუნდში ქვაცაბაია და პიგოსი კოლუმბიელ ჰერაზო გონზალეზსა და ბოლივიელ ზებალოსს ეთამაშებიან.
თურქულ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა ანა შანიძემ. მან კვალიფიკაციაში თანამემამულე ნინო ნასიბიანს (6:3, 6:2) და ბელგიელ მარგო ბოვის (7:5, 4:6, 6:4) სძლია, თუმცა, ძირითად ტურნირში გერმანელ იანა მორდერგერთან 1:6, 1:6 წააგო.