კალათბურთი

18:11 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგაში ისევ ორხელისუფლებიანობაა

საკალათბურთო სუპერლიგის მიმდინარე ტურის მესამე შეხვედრაში ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "ქუთაისი 2010" სტუმრად გამოკვეთილ აუტსაიდერს "აკადემიას" ეთამაშებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთათურებმა შეძლეს მეტოქის დამარცხება 79:65 და "ბათუმთან" ერთად, რომელმაც დღეს "მგზავრები-არმიას" მოუგო, ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. ამრიგად 23 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში კვლავ ორხელისუფლებიანობაა.

პროგნოზის საპირისპიროდ, "აკადემია" - "ქუთაისი 2010"-ის შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. უკანახაზელების მერაბ ბოქოლიშვილისა და აკაკი ლომოურის კარგი თამაშის წყალობით "აკადემია" პირველი მეოთხედის შემდეგ 6 ქულის სხვაობით 20:14 დაწინაურდა. მომდევნო მეოთხედებში სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი "ქუთაისი 2010"-სა და სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ბექა ბექაურმა აჩვენა, რომელმაც 22 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მასპინძელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი აკაკი ლომოურმა აჩვენა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა სადაც "დინამო" "რუსთავს" მასპინძლობს.

"აკადემია" - "ქუთაისი 2010" 65:79 (20:14, 16:25, 15:20, 14:20)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095937