29 მარტს, სომხეთი-ბელარუსის ამხანაგურ მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი არბიტრი იქნება გიორგი ვადაჭკორია. ეს შეხვედრა ერევანში გაიმართება.
ვადაჭკორია ფიფას არბიტრი გახლავთ და ამ კატეგორიის კიდევ ორი არბიტრი გვყავს: ლაშა სილაგავა და გიორგი ყრუაშვილი.







