ფეხბურთი

16:16 | 23.03.2016 | ნანახია 2881 - ჯერ

“ტორპედო” სახლში დაბრუნდა და ირანელი ლეგიონერები გაიფორმა

საქართველოს სამგზის ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. მოგეხსენებათ, იმერული გუნდი მეორე წრის საშინაო თამაშებს მარტვილსა და ზესტაფონში ატარებდა, რადგან ქუთაისის “რამაზ შენგელიას” სტადიონზე მინდვრის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც “ტორპედოს” ვებგვერდი გვამცნობს, მინდვრის საფარის აღდგენა თითქმის დასრულებულია და “ტორპედო” საჩხერის “ჩიხურას” 2 აპრილს, “რამაზ შენგელიაზე” დაუხვდება.

“2 აპრილს, “ჩიხურასთან” აუცილებლად შინ ვეთამაშებით და ამ მატჩმადე ორ ვარჯიშსაც ამ მოედანზე ჩავატარებთ. კოსმეტიკური სამუშაოები უტარდება ტრიბუნებს, ლოჟას, გასახდელებს. მინდორზე ახალი ბალახი წამოიზარდა, ერთ კვირაში მოხდება გაზონის გაკრეჭვა.

მატჩების შუალედებშიც არ დავაკლებთ საფარს მოვლას. რაც შეეხება მინდვრის სრულ კონდიციამდე მიყვანას, ეს ჩემპიონატის დასრულებისთანავე, ბალახის მეორედ შეთესვის შემდეგ, ზაფხულში მოხდება. მომდევნო ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც განახლებული ფორმატით ჩატარდება, მომზადებულნი უნდა შევხვდეთ”, - უთხრა “ტორპედოს” პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა კლუბის ვებგვერდს.

ამასთან, ჩეჩელაშვილმა ქუთაისური გუნდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

“გუნდში ცვლილებებს ვგეგმავთ, თუმცა ამ ეტაპისგან კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ”, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, “ტორპედომ” ორი ირანელი ფეხბურთელი, საიედ ჰოსეინ ჰოსეინი და შოებ ამირი დაიმატა, რომლებიც ქუთაისში მაისის თვემდე დარჩებიან. თუ ამ პერიოდში თავს კარგად წარმოაჩენენ, კლუბი მათთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

“მათთან კონტრაქტი მაისის თვემდე გავაფორმეთ. ორივე ფეხბურთელს თავისი ქვეყნის უმაღლესი ლიგის კლუბებში უთამაშია, ერთს ირანის ნაკრებშიც. გამოცდილება არ აკლიათ და ვანახავთ, ორ თვეში სამწვრთნელო შტაბს თავს თუ მოაწონებენ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვიფიქრებთ. მანამდე ჩვენ, მათზე მხოლოდ კვებისა და ბაზაზე ცხოვრების ხარჯებს გავიღებთ”, - თქვა ჩეჩელაშვილმა.

28 წლის შოები პოზიციით ნახევარმცველია და “პაიკანსა” და “საიპაში” უთამაშია, ხოლო ჰოსეინმა 27 წლის ასაკამდე “რაჰ აჰანში”, “საიპასი”, “მაჩინე საზში” და “პაიკანში” მოასწრო თამაში. იგი მარცხენა მცველია.

თეგები“ტორპედო”

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:37 | 23.03.2016
geostili1 (141)

წინსაწარ რატო ხართ ნეგატიურად განწყობილები?

18:05 | 23.03.2016
BEERTRANCE (97819)

კი მარა ე ყველა გუნდმა უცხოელების დათრევა დაიწყო, რაღაც ახალი არხია ფულის მოსაღუნად მგონი

17:16 | 23.03.2016
anaklya (176)

ძალიან საეჭვო სპორტული რეპუტაციის ლეგიონერებით ფულის შოვნას "ტორპედოშიც" შეუდგნენ? ცვეტში დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმესთან შტელინს არანაირი კავშირი არ ექნება. აქ სხვა სასტავს აქვს ლაპა დადებული. აქ უნდა იყვიროთ ფანებო და ის ხალხი, ვისაც ვითომ ფეხბურთელების დაზაიავკებით უნდათ გრევი მიიღონ, ქუთაისში არ გააჭაჭანოთ.

17:10 | 23.03.2016
Erovnuli-Nakrebi (11812)

რა არწივისებური გამოხედვა აქვს :დ. მაგარი იქნება ეგ

16:33 | 23.03.2016
ilia_juventus (2091)

ტიპი ჩამოვიდა ქუთაისში საგულაოდ და ამათ აქაო და უცხოელიაო (თან მოღუნული ფეხებიც აქვს) და ეგრევე გუნდში აიყვანეს :დ

17:02 | 23.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ამ "ფეხბურთელებსაც" რა უნდათ მეტი უფასო კვება და საცხოვრებელი გაუჩითეს ქუთეიში

17:05 | 23.03.2016
datka31555 (37)

ქუთაისში საგულაოდ დ. უკეთეს საგულაო ადგილს ვერ ნახავდა.

16:32 | 23.03.2016
რაჭა (10043)

წარმატებები

0.164723