სხვა

18:00 | 23.03.2016 | ნანახია 1884 - ჯერ

ნანატრი წყვილი გამარჯვება (+VIDEO)

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა და ეს, ამ ტურნირზე პირველად მოხდა. თავდაპირველად, გაგამარუმ იმარჯვა, შემდეგ კი მას მხარი ტოჩინოშინმა აუბა.

გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი ჯერაც ინარჩუნებს დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს. აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა, დღეს, 6 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმა.

გაგამარუმ ოშიდაშით აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა დაიშომარუ დაჯაბნა, შემდეგ ბრძოლას კი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 1:3 მარცხდება. იოლი გამოსათვლელია, რომ ჯუღელს წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი 4 ბრძოლიდან სამის მოგება სჭირდება.

სამწუხაროდ, კაჩი-კოშს ვეღარაფრით დააფიქსირებს ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, თუმცა, ახლა ის იმისთვის იბრძვის, რომ რეიტინგში მინიმალური ვარდმა განიცადოს.

დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე ქართველმა სეკიტორმა 8 მარცხის წილ მე-3 მოგება (ოშიდაშით) დასავლეთის მე-5 მაეგაშირა შოჰოძანთან იზეიმა. ჰარუ ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ დასავლეთის მე-4 მაეგაშირა სოკოკურაი დადგება. ქართველი სუმოისტი ჩინელს ერთადერთხელ შერკინებია და დადებითი ბალანსი აქვს.

საინტერესო ცვლილელები მოხდა საგაზაფხულო სუპერტურნირის სათავეში. იოკოძუნა ჰაკუჰომ ოძეკი კისენოსატოს პირველი მარცხი აგემა და მას წამოეწია. ახლა, ხსენებულ ორ სუმოისტს, ისევე, როგორც ოძეკი გოეიდოს, 10-10 გამარჯვება აქვთ. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა იოკოძუნა ჰარუმაფუჯის კუბინაგეთი მე-4 მარცხი აგემა და საჩემპიონო რბოლას საბოლოოდ ჩამოაშორა.

ჰარუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა - 1:30-დან, ტოჩინოშინის - 7:07-დან


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:37 | 25.03.2016
BEERTRANCE (97819)

ტერუნომ მიიღO კაჩი-კოში და დაიკიდა აწი ჰენკები

12:36 | 25.03.2016
BEERTRANCE (97819)

იმედია დარჩენილ 2 ბრძოლასაც მოიგებს ტოჩI.

12:20 | 25.03.2016
BEERTRANCE (97819)

კოტოუკი ნახე რა, რა სასწაულ ფორმაშIა.

12:02 | 25.03.2016
BEERTRANCE (97819)

როგორც მოსალოდნელი იყო ვერ აჯობა გაგამ ოკინოუმის

13:24 | 24.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ტერუმაც გაინაღდა კაჩი-კოში და შეინარჩუნა ოძეკობა

12:53 | 24.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

აგერ ჰარუმამაც მოუგო კისეს. მოკლედ, 99% ჰაკუჰოსია ბაშო. 3 ბაშოა უკვე არ მოუგია და გამგელებულია ტიპი

12:46 | 24.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ჰაკუჰომ მოუგო გოეიდოს. ერთადერთი შანსია, რომ ჰარუმამ მოუგოს. მარა კისეს არასტაბილურობა რო ვიცი, მაინც ჰაკუჰო მოიგებს ბაშოს.

12:12 | 24.03.2016
BEERTRANCE (97819)

ეჰ ტოჩი ტოჩI

11:43 | 24.03.2016
BEERTRANCE (97819)

მიოგირიუს 1-2 მოგება და სანიაკუშია.

0.119397