ფეხბურთი

19:21 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

იმობილე 30 დღე დაისვენებს

იტალიური “ტორინოს” თავდამსხმელი ჩირო იმობილე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იუქმებს. გამოცემა tuttosport-ის ინფორმაციით, 26 წლის ფორვარდს პრობლემა მარჯვენა ბრაძაყის კუნთზე აქვს და მის აღდგენით პროცესს ზემოხსენებული დრო დასჭირდება.

იმობილე გასულ უიქ-ენდზე “იუვენტუსთან” მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა, რის გამოც შესვენების შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. ამასთან, იგი იტალიის ნაკრებშიც იყო მიწვეული, მაგრამ ტრავმის გამო ვერც “სკუადრა აძურას” დაეხმარება.

იმობილე “ტორინოში” გასულ ზამთარს დაბრუნდა და ამ დროის განმავლობაში 12 ჩატარებულ მატჩში 5 გოლის გატანა მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114319