“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელ ედინსონ კავანის ძმის განცხადებით, შესაძლოა, მისმა კლიენტმა ზაფხულში ნავსაყუდელი შეიცვალოს. ფერნანდოს განცხადებით, ურუგვაელი თავდამსხმელით ბევრი კლუბია დაინტერესებულიმ, მაგრამ მათ შორის ტურინის “იუვენტუსი” ყველაზე რეალური კანდიდატია.
“ბევრი რამ მოვისმინე ჩემი ძმისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ედნსონს სურს, ითამაშოს და მისი მომავალი არაა დამოკიდებული ზლატანზე.
არ მიკვირს, რომ კავანით გრანდებია დაინტერესებული და არ ვარ დარწმუნებული, რომ პარიზში დარჩება. ყველაფერი შესაძლებელია.
“იუვენტუსი”? – ფეხბურთში ყველაფერი ხდება. “იუვე” პრესტიჟული გუნდია, დიდი ისტორიით და ფანტასტიური ფეხბურთელებით. მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
კავანი და დიბალა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტანდემი იქნება. მოურინიო, კონტე და ალეგრი? – მირჩევნია, ჩემმა ძმამ კონტესთან ან ალეგრისთან იმუშაოს”, - ამბობს ფერნანდო კავანი.
მოგეხსენებათ, ბოლო დროს კავანი პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში იშვიათადა ხვდება, რის გამოც სამხრეთამერიკელი შემტევი უკმაყოფილოა. “იუვენტუსი” კი თავის მხივ მისი სამსახურით დიდი ხანი ინტერესს იჩენს და არაა გამორიცხული ზაფხულში აღნიშნული ტრანსფერი მართლაც შედგეს.