კალათბურთი

13:55 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტური თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „ბათუმისა“ და „მგზავრები-არმიას“ შეხვედრით გაიხსნა.

ზღვისპირელები „ქუთაისი-2010“-თან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან, ხოლო „მგზავრები-არმია“ ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და დიდი სურვილი აქვს პირველ ოთხეულში დაიმკვიდროს ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე გულშემატკივრები დაძაბულ შეხვედრას ელოდნენ. პროგნოზი არ გამართლდა, რადგან „ბათუმმა“ დიდი ანგარიშით 80:63 დაამარცხა მეტოქე, პირველი ადგილი შეინარჩუნა და გახდება თუ არა ლიდერობაში „ქუთაისი-2010“ მისი მოწილე ამას „აკადემია“-„ქუთაისის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გავიგებთ, რომელიც 16 საათზე დაიწყება.

„მგზავრები-არმია“-„ბათუმის“ შეხვედრა ზღვისპირელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 13 ქულის სხვაობით 25:12 დაწინაურდნენ. თუ არ ჩავთვლით მეორე მეოთხედს, რომელიც „მგზავრებმა“ 19:13 მოიგეს, მთელი შეხვედრის განმავლობაში დავით უსტიაშვილის შეგირდები ლიდერობდნენ. ბათუმელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი უკრაინელმა ლეგიონერებმა ლეონიდ სტეფანიშინმა (20 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი), იგორ კრივცოვმა (22 ქულა, 10 მოხსნა) და ქართველმა კალათბურთელებმა აკაკი დვალიშვილმა (17 ქულა, 11 მოხსნა) და ბესო ლეჟავამ (11 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი) შეიტანეს. ბუბა ბერიშვილის შეგირდებიდან ყველაზე კარგი შედეგი ამერიკელმა ლეგიონერმა კაჰიმ რაშად რენსომმა შეიტანა, რომელის ანგარიშზეც 14 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასია.

14 საათზე დაიწყება ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „სოხუმი“ და „ოლიმპი“ შეხვდებიან.

მგზავრები-არმია - ბათუმი 63:80 (12:25, 19:13, 18:22, 14:20)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096057