მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის საკითხი 15 აპრილს გაირკვევა. ინფორმაციას Infosport+ ავრცელებს.
ბენზემას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში მატიე ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობის ბრალდების გამო აეკრძალა. საბოლოოდ, სასამართლომ ქარიმს დანაშაული ვერ დაუმტკიცა და "ლიონის" ფეხბურთელთან კონტაქტის უფლება მისცა.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში 15 აპრილს გაიმართება სხდომა, სადაც ბენზემას საკითხს განიხილავენ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელს ევრო 2016-ზე მონაწილეობის შანსი ექნება.