ფეხბურთი

13:41 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდს” გიოტცეს დაბრუნება უნდა

“დორტმუნდს “ბაიერნიდან” თავისი ყოფილი ფეხბურთელის 23 წლის მარიო გიოტცეს დაბრუნება უნდა, აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “დორტმუნდის” ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მარიო უკან დაბრუნდეს.

2013 წელს მარიო 37 მილიონ ევროდ “დორტმუნდიდან” “ბაიერნში” გადავიდა.

”ბუნდესლიგის” მიმდინარე სეზონში გიოტცემ 8 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.109893