ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ფურია როხას" მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს შესაძლოა კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივოს. ინფორმაციას MARCA ავრცელებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ესპანური ფეხბურთის მესვეურები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებენ. იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გასამართ ტურნირზე დადებით შედეგს აჩვენებს, ესპანელ სპეციალისტს კონტრაქტს 2018 წლის მუნდიალის დასრულებამდე შესთავაზებენ.
დელ ბოსკემ ესანელებს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ვისენტე "ფურია როხას" 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მას შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა 105 მატჩი ჩაატარა, აქედან 85 მოიგო, 6 ფრედ დაამთავრა, ხოლო 14 დაპირისპირებაში მარცხი განიცადა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძაან დაბალი დონის წვრთნელი მომავალი ჩაგდება ექნება გუნდს და ეგაა.
უჭირთ ეტყობა შემცვლელის მოძებნა თორე ულვაშას თვითონ არაერთხელ უთქვამს რომ წასვლის დროა... თვითონ ტიპია ისეთი რო "ცას გამოკერება" არ ჩვევია, თავის საქმის გაკეთება და მერე წასვლა ურჩევნია და ნაკრებისთვისაც ალბატ უკეთესი იქნებოდა ვინმე ახალი...
თორე ულვაშა რაც არი ყველამ ვიცით
გავიდნენ უკვე 2018 წლის მუნდიალზე?
ულვაშაშეეეეე, ყველაზე მაგარო!