ფეხბურთი

11:07 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი ევრო 2016-ის ჩატარებაზე უარს არ იტყვის

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრეტმა განაცხადა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების საკითხი საფრთხის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება. აღნიშნული კომენტარი ფრანგმა ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შემდეგ გააკეთა.

"წარმოუდგენელია, რომ რაიმე ინციდენტმა გვაიძულოს ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირი გადავდოთ, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატი. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები გვაქვს მიღებული. რა თქმა უნდა, ნულოვანი რისკი არ არსებობს, მაგრამ ორგანიზატორები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მაყურებლებმა თავი დაცულად იგრძნონ და ჩემპიონატით ისიამოვნონ." - ციტირებს ouest-france ნოელის სიტყვებს.

ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება. ფინალური მატჩი პარიზში "სტად დე ფრანსიზე" გაიმართება.

0.143605