რაგბი

21:00 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქუბრიაშვილი ტოპ 14-ის სიმბოლურში

უკვე ვწერდით, რომ ექვსი ერისა და ერთა თასის დასკვნითი ტურის შეხვედრების პარალელურად, საფრანგეთში გადადებული, მე-13 ტურის თამაშები გაიმართა.

უფრო კონკრეტულად ექვსი თამაში შედგა, რადგან „ტულონმა“ ამ ტურის შეხვედრა დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩაატარა. ქართველი ლეგიონერების უმეტესობა „დინამო-არენაზე“ ქვეყნის დროშის ქვეშ იბრძოდა, მეორე ნაწილი ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო მოედანზე არ გასულა, მაგრამ ვინც ითამაშა, მათ თავი ნამდვილად გამოიჩინეს.

ფრანგ ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ დუდუ ქუბრიაშვილის თამაში, რომელიც შერკინებაში დომინირებდა. შედეგად, მისმა „მონპელიემ“ ლიდერ „რასინგს“ 60:7 აჯობა და ქართველი ბურჯიც ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „მონპელიეში“ გადასვლის შემდეგ, ეს ქუბრიაშვილის პირველი აღიარებაა.

ტოპ 14-ის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები: 15. უგო ბონაველი [სტად ფრანსე], 14. ტიმოსი ნაგუსა [მონპელიე], 13. იოჰან სადი [აჟენი], 12. რემი ლამერატი [კასტრი], 11. ალივერეტი რაკა [კლერმონი], 10. ნიკ რობინსონი [ოიონაქსი], 9. სამუელ მარკესი [პო]; 8. გილან გალანი [ტულუზი], 7. სილვაინ ნიკოლასი [სტად ფრანსე], 6. მაჰამადუ დიაბი [გრენობლი], 5. პოლ უილიამსი [მონპელიე], 4. ჟაკ დუ პლესი [მონპელიე], 3. დუდუ ქუბრიაშვილი [მონპელიე], 2. ბისმარკ დუ პლესი [მონპელიე], 1. ლუკას პოინტუდი [ბრივი].

www.worldrugby.ge

0.116692