ფეხბურთი

19:20 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაოს” მუნიაინი გამოაკლდა

“ბილბაოს” შემტევი ნახევარმცველი იკერ მუნიაინი ტრავმირებულია. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ დაადასტურა.

52 წლის სპეციალისტის თქმით, იკერს ბარძაყის ტრავმა აქვს და 2-3 კვირა ვერ შეძლებს თამაშს. ვალვერდემ მეორე დაშავებულ ინიაკი უილიამზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს და ინიაკი მინდორს მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მუნიანმა სეზონის დასაწყისი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა, ყველა ტურნირზე 19 მატჩის ჩატარება და 2 გოლის გატანა მოასწრო.

0.117096