დანიური “ორჰუსის” მწვრთნელი გლენ რიდერსჰოლმი აცხადებს, რომ მათე ვაწაძისგან უკეთეს თამაშს ელის და მიიჩნევს, რომ ქართველს ეს შეუძლია. 27 წლის ქართველ ფორვარდს წლეულს აშკარად შეუმცირდა სათამაშო დრო და ბოლო ტურში, “ოლბორგთან” საერთოდ 18-კაციან განაცხადშიც არ იყო.
“ვაწაძისგან მეტ ძალისხმევას ვითხოვ. მას შეუძლია, უფრო ნათლად დაგვანახოს თავისი შესაძლებლობები” – თქვა მწვრთნელმა.
ვაწაძემ მას შემდეგ დაკარგა სასტარტოში ადგილი, რაც “მიდტიულანდიდან” მორტენ რასმუსენი მიიყვანეს. 18 მატჩი, 5 გოლი – ასეთია მათეს სტატისტიკა დანიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში და ამ მაჩვენებლით “ორჰუსში” მხოლოდ კიმ ობეხს ჩამორჩება, რომელსაც 6 გოლი აქვს აქტივში. დანარჩენი ფეხბურთელებიდან 3 ბურთიც კი არავის გაუტანია.