ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი სერხიო ბუსკეტსი გამოაკლდა. მან ვარჯიშზე მარჯვენა ხელის ერთ-ერთი თითი მოიტეხა, შეკრება დატოვა და ბარსელონაში დაბრუნდა.
ვისენტე დელ ბოსკეს ჯერჯერობით სერხიოს შემცვლელი არ გამოუძახებია. ბუსკეტსი “ფურია როხას” ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 83 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
ესპანეთის ნაკრები ორ საგარეო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 24 მარტს უდინეში იტალიას შეხვდებიან, ხოლო სამ დღეში რუმინეთში მოუწევთ თამაში.